დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერისტეტის საექთნო კოლეჯი 2015 წელს დაარსდა და ის პირველი  სამედიცინო სასწავლებელია საქართველოში, რომლის პროგრამები შედგენილია საერთაშორისო საექთნო გამოცდების - NCLEX-ის ( აშშ-ს საექთნო სალიცენზიო გამოცდა ) მოთხოვნათა მიხედვით.

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი :

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა „აიეტი“ პირველი არასახელმწიფო უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელია საქართველოში. უნივერსიტეტი 1989 წელს დავით და დიმიტრი ტვილდიანის თაოსნობით დაარსდა. სამედიცინო სკოლა „ აიეტს“  პირველი რექტორის საპატივცემულოდ მისი სახელი ეწოდა.

უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ზრუნავს მაღალკვალიფიციური ექიმების გაზრდაზე.

უნივერსიტეტში სწავლების სტანდარტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია, რის შედეგადაც 300-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა აშშ-სა და ევროპის საექიმო სალიცენზიო გამოცდები და ამჟამად სამედიცინო პრაქტიკას ეწევა მსოფლიოს წამყვან კლინიკებში. კურსდამთავრებულები რომლებმაც  საექიმო საქმიანობა საქართველოში განაგრძეს მათი უმრავლესობა დასაქმებულია.

1995 წლის შემდეგ უნივერსიტეტის დიპლომი აკრედიტირებული და ვერიფიცირებული გახდა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ( WHO – world health organization ).

 

დტსუ საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ შიდა საგრანტო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მიიღონ სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

სტუდენტებს აფინანსებს სამედიცინო კორპორაცია ევექსი

გამოცდა:

გამოცდა ტარდება ელემენტარულ არითმეტიკას და ანატომიაში ( 9-10 კლასის მასალა )

გამოცდა შედგება 50 სავარაუდო კითხვისგან - 25 არითმეტიკიდან და 25 ანატომიიდან

კითხვების ტიპი - 4 სავარაუდო პასუხით

დაფინანსება:

100% - გრანტი

100% - სტუდენტური სესხი

75% - სტუდენტური სესხი

50% - სტუდენტური სესხი

 

დასაქმება:

კოლეჯის კურსდამთავრებულები გარანტირებულად დასაქმდებიან სამედიცინო კორპორაცია ევექსის ქსელში.

 

სამედიცინო კორპორაცია ევექსი:

სს „ სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.  კორპორაცია მოიცავს 39 სამედიცინო ჰოსპიტალს ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის არის 12 რეფერალური ჰოსპიტალი, 2 სპეციალიზირებული ჰოსპიტალი, 19 რაიონული ჰოსპიტალი, 6 ამბულატორული ცენტრი.  სამედიცინო კორპორაცია ევექსი-ს ჰოსპიტალები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში :

1) იმერეთი ( ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, ტყიბული)

2) აჭარა ( ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, ხულო, შუახევი)

3) სამეგრელო ( ზუგდიდი, ფოთი, ახმეტა, ყვარელი )

4) კახეთი ( თელავი, ახმეტა, ყვარელი )

5) სამცხე ჯავახეთი ( ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი )

6) თბილისი ( „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი, „ბავშვთა ახალი კლინიკა“ , „კარაპს მედლაინი“, „ახალი სიცოცხლე“, „ ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი“, „თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი“, „ჩემი კლინიკა“

სამედიცინო კორპორაცია ევექსის ქსელში შემავალი კლინიკების რაოდენობა მზარდია.