სტრატეგიული გეგმა

შესავალი

დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრვი საექთნო კოლეჯის სტრატეგიული გეგმა მიმოიხილავს გრძელვადიან ხედვას მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში. ამ გეგმით მუშაობის პირველი წლის ანგარიში გარკვეულწილად დააზუსტებს აღნიშნულ გეგმას.

სტრატეგიული გეგმა საჯარო დოკუმენტია, რომელიც დაეხმარება კოლეჯს თავისი საქმიანობის შეფასებისა და შედგომი სრულყოფის პროცესში.

 

ინსტიტუციური გარემოს მიმოხილვა

ინსტიტუციური პარტნიორები

კოლეჯი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, კანონით „პროფესიული განათლების შესახებ“, საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებით და საკუთარი წესდებით. ორიენტირებულია კურსდამთავრებული იყოს კვალიფიციური განათლების მქონე პრაქტიკოსი ექთანი.

კოლეჯი ითანამშრომლებს საქართველოში არსებულ სხვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან, განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან, ასევე ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა დაწესებულებებთან.

ასევე მისი ძირითადი ამოცანაა თანამშრომლობა პროფესიულ ასოციაციებთან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. საქართველოში პროფესიული ასოციაციების პრაქტიკულად უმოქმედობის პირობებში ამ ურთიერთობების აწყობა და განვითარება ფრთხილ და გააზრებულ მიდგომას საჭიროებს. კერძოდ, დამსაქმებლის ბიზნეს-ინტერესი ხარისხიან განათლებას და შესაბამისად, საზოგადოების ფართო ფენების ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს.

საქართველო განათლების პოლიტიკის ერთერთი პრიორიტეტული საკითხი არის პროფესიული განათლების განვითარება. იგი მოიცავს ამ მიმართულებით ადამიანური რესურსების განვითარებას, შრომის ბაზარზე პრაქტიკოსი ექთნების დეფიციტის შევსებას, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას. აღსანიშნავია, რომ საექთნო საქმის განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს სახელმწიფო პრიორიტეტს.

დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი ადგენს მომავალი საქმიანობის 6-წლიან სტრატეგიულ გეგმას, რომლის შესრულება გულისხმობს თანამშრომლების, სტუდენტთა და სხვა დაინტერესებულ მხარეების ერთად მუშაობას.

ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები:

1) სწავლების, სწავლის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება

2) სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა ჩართულობის გაზრდა კოლეჯის საქმიანობაში

3) ადამიანური რესურსის ხარისხის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა

4) მენეჯმენტის ხარისხის ამაღლება

5) ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ყოველწლიურად

 

სტრატეგიები

1. ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ პროგრამის შინაარსის სწავლის მოსალოდნელ

შედეგებზე ორიენტაციის გაზრდა (2016-2022).

2. ქვეყანაში შემუშავებულია ახალი პროფესიული სტანდარტები და ჩარჩო დოკუმენტი. ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების არსებობის პარალელურად მნიშვნელოვანია ხარისხის სტანდარტების შემუშავება პროფესიული სასწავლებლის შიგნითაც და ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების ამოქმედება. კოლეჯში შემუშავებული იქნება ხარისხის შიდა შეფასების სისტემა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საწარმოო პრაქტიკის ხელმისაწვდომობისა და სტუდენტებში პროფესიული უნარების განვითარების საკითხებზე (2017-2022).

3. ჩვენ ვგეგმავთ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისათვის ურთიერთ თანაშრომლობის გაძლიერებას. კერძოდ, საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობას და მასტერ კლასების ორგანიზებას საქართველოში (2017-2022).

4. დაინტერესებულ მხარეებთან/დამსაქმებლებთან კომუნიკაცია პრიორიტეტების განსაზღვრისა და მომავალი პრაქტიკოსი ექთნებისთვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით (2016-2022წ);

5. განვითარების იმგვარი პოლიტიკის შემუშავება/დანერგვა, რომელიც შექმნის რწმენას, რომ პერსონალი არის პროფესიულად კომპეტენტური არა მხოლოდ თავიანთ დისციპლინაში, არამედ სწავლების უნარებშიც (2016-2022წ)

 

1 წლიანი სამიზნეები

• პროფესიული განათლების შესახებ სახელმწიფო რეფორმის ცნობადობის ამაღლება და პრაქტიკოსი ექთნის, როგორც პროფესიის, პოპულარიზაცია, სწავლების ხარისხზე ფოკუსირებით.(2016-2017წ)

 

ფინანსური სტაბილურობა

მიზანი: ფინანსური ბაზის შენარჩუნება/ზრდა.

კოლეჯის მიერ დასახული ამოცანების განხორციელება წარმოუდგენელია დამატებითი შემოსავლების ზრდის გარეშე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია რომ უახლოესი წლების განმავლობაში კოლეჯმა გაზარდოს დამატებითი შემოსავლები და შეძლოს ფინანსური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესება.

სტრატეგიები

1. ჩვენ უნდა შეძლებისდაგვარად, გავზარდოთ ფინანსური მდგრადობა.

2. ჩვენ უნდა უზრუნველყოთ ფინანსური შესაძლებლობების ზრდა ადეკვატური ფინანსური სტრატეგიების შემუშავებით.

4. ჩვენ გვჭირდება ჩვენი ბიზნეს-პროცესების მოდერნიზებას წორი, ხარჯთ-ეფექტური ფინანსური გარემოს უზრუნველსაყოფად.

5. შემოსავლის მომტანი ინოვაციური პროექტების შემუშავებაზე მუშაობა

6-წლიანი სამიზნეები

• აკადემიურ და მატერიალურთან ინტეგრირებული ფინანსური დაგეგმარება რესურსების სწორი განაწილებით, ინფრასტრუქტურული პრიორიტეტების განსაზღვრით და ბიუჯეტით, რომელიც ექვემდებარება ყოველწლიურ რევიზირებას (2016-2021წ).

• მენეჯმენტის ხარისხის გაუმჯობესებით შემოსავლების ზრდა (2016-2021წ).

• ხარჯთ-ეფექტური გარემოს შექმნა (2016-2021წ) .

1-წლიანი სამიზნეები

• საქართველოში სამედიცინო სფეროში პროფესიულ განათლებაზე მზარდი მოთხოვნის ფონზე კოლეჯის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს სტუდენტების რაოდენობის გაზრდა (2016 წ).

1) სტუდენტების ჩართულობის გაზრდა კოლეჯის საქმიანობასა და აქტივობებში

მიზანი: კოლეჯის ცხოვრებაში სტუდენტების შესაძლო ჩართვის და მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა.

სტრატეგიები

უნდა ვიზრუნოთ სტუდენტების და კურსდამთავრებულთა ჩართვაზე კოლეჯის მართვაში პროგრამების ხარისხის განვითარებისა და კოლეჯის პოპულარობის ზრდისთვის (გამოკითხვის ჩატარება კოლეჯის საქმიანობაში მათი ჩართულობის შესაფასებლად), მათი ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდაზე, მათ შორის კოლეჯის აკადემიურ ცხოვრებაში არსებული მდგომარეობის, განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებების და მომავლის ტენდენციების შესახებ.

კოლეჯმა უნდა უზრუნველყოს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მათი სტუდენტური კავშირების დამყარების/განვითარების ხელშეწყობა.

 

6-წლიანი სამიზნეები

• კოლეჯის სასწავლო პროცესების მართვის და ორგანიზების პროცესებში სტუდენტების თანასწორი მონაწილეობის უზრუნველყოფა (2016-2021წ) .

• ინსტიტუციურად ძლიერი სტუდენტური თვითმართველობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა (2016-2021 წ) .

•მყარი, ტრადიციებზე დაფუძნებული ურთიერთ თანამშრომლობა სტუდენტურ ორგანიზაციებთან ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე (2016-2021წ).

 

1-წლიანი სამიზნეები

• სასწავლო პროცესების ორგანიზებასა და მართვაში სტუდენტური თვითმართველობის წევრების ჩართვა (2016წ)..

• სტუდენტური თვითმართველობის წესდების საჯარო განხილვა(2016წ).

• სტუდენტთა აკადემიური, კვლევითი, საზოგადოებრივი აქტიობების ხელშეწყობა(2016 წ).

 

2) ადამიანური რესურსის ხარისხი

მიზანი: პედაგოგების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა; ახალი/გამორჩეული რესურსების (შტატი და სტუდენტები) მოზიდვა.

სტრატეგიები

ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ იმგვარი სასწავლო, რაც ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას სტრატეგიის მთავარ საკითხებში.

ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ პედაგოგიურ კოლექტივის პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.

6-წლიანი სამიზნეები

პედაგოგების დახელოვნების პროგრამებში მონაწილეობით მათი პროფესიონალური განვითარების ხელშეწყობა (2016-2021წ).

ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სტუდენტთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური და პროფესიული საჭიროებისათვის ხარისხიანი და ეფექტური სერვისის შეთავაზებაზე, რათა მათ შესძლონ თავიანთი პოტენციალის სრულად რეალიზება(2016-2021წ).

ახალბედა პედაგოგებისათვის სამედიცინო განათლებაში სასწავლო კურსის შეთავაზება(2016-2021წ).

 

1-წლიანი სამიზნეები

ახალბედა პედაგოგებისათვის (ასევე გამოცდილი შტატისთვის) სამედიცინო განათლების სასწავლო კურსის შექმნა(2016 წ).

სტუდენტების დახმარებისთვის სხვა და სხვა სერვისების შექმნა სტუდენტის ინდივიდუალური საჭიროებაზე ორიენტაციით (2016 წ).

 

3) მენეჯმენტის ხარისხი

მიზანი: ხელმძღვანელობასა, მენეჯმენტსა და ადმინისტრირებაში უწყვეტი გაუმჯობესება.

 

სტრატეგიები

1. ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ აკადემიური წარმატების გაძლიერებას, მათ შორის ფინანსების, რესურსების და რისკების სწორი მენეჯმენტით. საწესდებო და მარეგულირებელი მოთხოვნების იმგვარი ურთიერთ შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ ხელმძღვანელობას.

2. ჩვენ უნდა მოვიძიოთ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ამ მხრივ არსებული საუკეთესო გამოცდილება.

3. ჩვენ უნდა მივაღწიოთ არსებული სერვისების (ადმინისტრაციის, ბიბლიოთეკის საინფორმაციო ტექნოლოგიების ფუნქციონირების) ქმედითუნარიანობისა და ეფექტურობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

4. ჩვენ უნდა შევიმუშავოთ და შევინარჩუნოთ ბიუჯეტის ყოველწლიური სტრატეგიული დაგეგმარება, რომელიც ასახავს კოლეჯის პრიორიტეტებს.

 

6-წლიანი სამიზნები

• კოლეჯის მენეჯმენტის გაძლიერება/გაუმჯობესება (2016-2021წ).

• სასწავლო პროცესის ორგანიზაციისა და მართვის გაუმჯობესება (2016-2021წ).

• საკანონმდებლო და ბაზრის მოთხოვნების შესწავლა, მომხმარებელთა საკუთარი სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, საკუთარი კონკურენტული უპირატესობების შეფასება და, აღნიშნულის საფუძველზე, განვითარების სტრატეგიის შემუშავება (2016-2021წ).

• კადრებზე ზრუნვა (არსებულის კვალიფიკაციის ამაღლება, ახალი, პერსპექტიული კადრების მოზიდვა)(2016-2021წ).

• მარკეტინგის სხვა და სხვა ინსტრუმენტების კომბინირებული და კოორდინირებული გამოყენება მოქნილი და დინამიური მარკეტინგული სტრატეგიის შესამუშავებლად (2016-2021წ).

1-წლიანი სამიზნეები

 

• ცალკეული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტების რევიზირება, მათ საქმიანობის გაუმჯობესების და ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე მუდმივი მონიტორინგის მიზნით(2016 წ).

• ადმინისტრაციული კადრების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა(2016 წ) .

 

4) ინფრასტრუქტურა

მიზანი:კოლეჯის სასწავლო გარემოს გაუმჯობესება;

სტრატეგიები

შევიმუშავოთ და დავნერგოთ პროცესები, რომლებიც ლიმიტირებული ფინანსების და რესურსების მაქსიმალურად ეფექტური გამოყენების მეშვეობით გააუმჯობესებს სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.

უნდა ვიზრუნოთ სამედიცინო სასწავლო ინფორმაციის ელექტრონული ბაზებისა და წიგნადი ფონდის მუდმივ შევსება/განახლებაზე.

კოლეჯის აუდიო-ვიზუალური, კომპიუტერული და ინფორმაციული ინფრასტრუქტურის დონის მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა.

6-წლიანი სამიზნეები

შესაბამისი თანამედროვე სასწავლო გარემოს გაუმჯობესება (2016-2021წ).

1-წლიანი სამიზნეები

• პროგრამის განსახორციელებლად საჭირო რესურსები, აღჭურვილობის, მასალების და საინფორმაციო ტექნოლოგიების ჩათვლით, საკმარისია (2016 წ).

• კოლეჯის კომპიუტერული ბაზის, ინტერ- და ინტრანეტის მეშვეობით უზრუნველყოფილია კომპიუტერული და ქსელური ინფრასტრუქტურა, რომელიც სწავლებისთვის და ადმინისტრირებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების სრული ექსპლუატაციის შესაძლებლობას იძლევა (2016 წ).

• გარემონტებულია სასწავლო ოთახები (2016 წ).