„დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი“-ს ბიბლიოთეკის შინაგანაწესი

 

1. ბიბლიოთეკა ღიაა 09.00 სთ -დან 18.00 სთ-მდე (ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით).

2. ბიბლიოთეკა ემსახურება კოლეჯის პედაგოგეგებს, სტუდენტებს და აგრეთვე გარეშე პირებს. ბიბლიოთეკით სარგებლობა უფასოა.

3. ბიბლიოთეკაში ჩაწერისათვის სტუდენტებმა უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა, გაეცნოს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს და გაიაროს რეგისტრაცია, ხოლო გარეშე პირები წერენ განხცხადებას დირექტორის სახელზე.

4. ბიბლიოთეკაში არსებული სახელძღვანელოები გაიცემა მკითხველზე მხოლოდ სამკითხველო დარბაზში სარგებლობისთვის, საჭიროებისამებრ მიიღება წინასწარი დაკვეთები წიგნის მთლიანად ან ცალკეული მონაკვეთების ფასიანი (უფასო) ქსერო ასლის გადაღებაზე.

5. წიგნები, რომელიც ინახება ბიბლიოთეკაში რამდენიმე ეგზემპლიარად ხელზე გაიცემა შეზღუდული ვადით (არა უმეტეს 10 დღისა), სტუდენტი ვალდებულია დაფაროს საბიბლიოთეკო დავალიანება სემესტრულ გამოცდებამდე წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტი არ დაიშვება გამოცდაზე.

6. იმ შემთხვევაში თუ მკითხველი დააზიანებს ან დაკარგავს წიგნს, ის ვალდებულია აანაზღაუროს მისი ღირებულება.

7. მკითხველს ააქვს უფლება ისარგებლოს ბიბლიოთეკაში არსებული კომპიუტერებით მიზნობრივად, განსაზღვრული დროით.

8. მკითხველი ვალდებულია დაიცვას ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები და წესრიგი ბიბლიოთეკაში.

9. ბიბლიოთეკის თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან არ მოემსახურონ მკითხველს, რომელიც დაარღვევს აღნიშნულ წესებს.