განათლების საერთაშორისო გამოფენა - 2016


  • 27-თებ-2016

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტმა და საექთნო კოლეჯმა მონაწილება მიიღო საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში.

უნივერსიტეტმა და კოლეჯმა გამოფენის სტუმრებს თავად განეხორციელებინა სხვადასხვა სახის მანიპულაციები წარმოდენილ მულაჟებზე. განხორციელებულმა მანიპულაციებმა სტუმრებს საშუალება მისცა ორი დღის განმავლობაში ნაწილობრივ მოერგოთ ექიმისა და მედდის როლი.

პროცესებს ხელმძღვანელობდნენ კოლეჯისა და უნივერსიტეტის ლექტორები სტუდენტებთან ერთად.

დაწვრილებითი ინფორმაცია კოლეჯის და უნივერსიტეტის შესახებ მომავალ სტუდენტებს პრეზენტაციის მეშვეობით გააცნეს უნივერსიტეტის დეკანის მოადგილე - იური მიგრიაულმა და კოლეჯის დეკანმა თამარ დაუსმა.