ღია კარის დღე, რუსთავი


  • 08-თებ-2017

8 თებერვალს ქ. რუსთავში, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კამპუსში ღია კარის დღე მოეწყო. აღნიშნული დღე მიზნად ისახავდა დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის მიეწოდებინა მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტისა და დავით ტვილდიანის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯის შესახებ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის დეკანის მოადგილემ ბნ. იური მიგრიაულმა და საექთნო კოლეჯის დირექტორმა ქნ. მარიამ ტვილდიანმა. მათ აბიტურიენტებს გააცნეს უნივერსიტეტისა და კოლეჯის სწავლისა და გამოცდების სპეციფიკა, შეფასების სიტემა, დაფინანსების საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.

ღია კარის დღის ფარგლებში აბიტურიეტებს შესაძლებლობა მიეცათ 1 დღით მოერგოთ ექთნის/ექიმის როლი და შეესრულებინათ გარკვეული მანიპულაციები მულაჟებზე.