დტსუ-ს საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯში საბუთების მიღება დაიწყო!


  • 11-მაი-2017

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი აცხადებს მიღებას სექტემბრის ნაკადში.

 

მიიღეთ გარანტირებული მაღალანაზღაურებადი სამსახური დაფინანსებული სწავლების შემდეგ.

 

მისაღებად საჭირო საბუთებია : პირადობის ასლი, სრული საშუალო განათლების ატესტატი და 4 ფოტოსურათი 3/4-ზე.

 

31 მაისს 18:00 საათზე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯში გაიმართება ღია კარის დღე.

 

ღია კარის დღე მიზნად ისახავს, დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ექთნის როლის, სწავლის სპეციფიკის, პერსპექტივების და დაფინანსების შესახებ.

 

დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება დაუსვას მათთვის საინტერესო კითხვები დავით ტვილდიანის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯის წარმომადგენლებს.

 

მათ ასევე საშუალება მიეცემათ დაათვალიერონ კოლეჯი - აუდიტორიები, მანიპულაციის ოთახები და ა.შ.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩვენს გვერდზე ან დარეკოთ შემდეგ ნომრებზე: 032 2 357770 , 593 35 49 50 , 597 22 22 24

 

წერეთლის 117

 

ღია კარის დღეზე დასწრების მსურველებს გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

 

https://goo.gl/forms/K5eLlyTgD4h7S9bQ2