31 მაისი - ღია კარის დღე


  • 31-მაი-2017

31 მაისს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯში ღია კარის დღე მოეწყო. აღნიშნული დღე მიზნად ისახავდა დაინტერესებული პირებისთვის მიეწოდებინა მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია ზოგადად საექთნო კოლეჯის, სწავლის სპეციფიკის, შეფასების სისტემის, დაფინანსების საკითხებისა და გარანტირებული დასაქმების შესახებ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სასწავლო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქნ. თამარ დაუსმა, დირექტორმა ქნ. მარიამ ტვილდიანმა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქნ. მარიამ ძაბირაძემ.

ღია კარის დღის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ კოლეჯი და გაცნობოდნენ მულაჟების ოთახს.