კონსულტირებისა და მხარდაჭერის სპეციალისტის სამუშაო ვიზიტი


  • 21-დეკ-2017

2017 წლის 6 დეკემბერს შპს "დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯში", პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, კონსულტირებისა და მხარდაჭერის სპეციალისტმა ლიანა კობისაშვილმა, განახორციელა სამუშაო ვიზიტი.

ექსპერტმა შეისწავლა და შეაფასა კოლეჯის მიმდინარე საქმიანობა და დაესწრო ქირურგიული პაციენტის საექთნო მართვის ლექციას. ასევე გაესაუბრა პედაგოგებს, სტუდენტებსა და კოლეჯის ადმინისტრაციას.

ლექცია წაიკითხა სამედიცინო კორპორაცია "ევექსი"-ს საექთნო დეპარტამენტის დირექტორმა ქალბატონმა თამარ დაუსმა.