სკოლის პროექტი


  • 26-დეკ-2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს "პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში "სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების კურსში" მონაწილეობა მიიღეს 212-ე და 117-ე სკოლის 7, 8 და 9 კლასის მოსწავლეებმა.

* მოზარდებს შეექმნათ ნათელი წარმოდგენა ექთნის პროფესიისა და სამედიცინო სფეროში მისი როლის შესახებ.

* გაეცნენ ჰიგიენის ასეპტიკასა და ანტისეპტიკის პრინციპების შესახებ ინფორმაციას.

ხელის დაბანის ტექნიკა, რომელიც მათ მედდა-ტრენერმა ანა რომანენკომ აუხსნა, ძალიან სწრაფად აითვისეს და დიდი მონდომებით შეუდგნენ ხელებიდან ბაქტერიების მოცილებას.

ექსპერიმენტში მონაწილე ორივე გუნდი გამარჯვებულია, რადგან მათ დაამარცხეს ბაქტერიები.