პრაქტიკული ტური კლინიკებში


  • 13-აპრ-2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს "პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში შპს "დავით ტვილდიანის სახელობის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯი“-ს მიერ განხორციელებული "პირველადი გადაუდებელი დახმარების და ავადმყოფის მოვლის პრინციპები" კურსი, პრაქტიკული ტურით დასრულდა.

სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“-ს ხელშეწყობით, სკოლის მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, რეალურ გარემოში გაცნობოდნენ ექთნის პროფესიულ უფლება-მოვალეობებს და განეხორციელებინათ მარტივი მანიპულაციები კურისის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეებს უმასპინძლა:

ქ. თბილისის, შპს „ ტრავმატოლოგიურმა ჰოსპიტალმა“;

ქ. თბილისის, „რეფერალურმა ჰოსპიტალმა“;

ქ. თბილისის, „რეგიონალურმა ჰოსპიტალმა“;

ქ. თბილისის, „მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფომ“;