საექთნო კოლეჯის 5 წარმატებული სტუდენტი გაემგზავრება ქ. კლაიპედას საუნივერსიტეტო კლინიკაში


  • 13-ივლ-2018

დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯის 5 წარმატებული სტუდენტი გაემგზავრება ქ. კლაიპედას (ლიტვა) საუნივერსიტეტო კლინიკაში, ერთი თვის ვადით „ობსერვაციული“ ვიზიტით. პროფესიული სტუდენტები პრაქტიკის დასრულებისას მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს.

საექთნო კოლეჯი წარმატებას უსურვებს პროფესიულ სტუდენტებს.