სსიპ ქალაქ თბილისის №117 საჯარო სკოლაში განახლდა "სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების კურსი"


  • 15-ოქტ-2018

 სსიპ  ქალაქ თბილისის 117  საჯარო სკოლაში განახლდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს "პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში "სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების კურსი", რომელსაც ანხორციელებს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი სამედიცინო კოლეჯი
  მერვე კლასის მოსწავლეები  სამი თვის განმავლობაში გაეცნობიან  ექთნის პროფესიის არსს და მის საფუძვლებს / ტრენერი ლეილა ვოსკანიანი/.

 პროგრამის მთავარი მიზანია:
  • მოსწავლეებმა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია პროფესიის შესახებ;
  •  განივითარონ პროფესიისთვის მნიშვნელოვანი/საკვანძო უნარები საწყის დონეზე;
  •  პროფესიის  შესახებ  მიიღონ  ზოგადი  და  ელემენტარული  ცოდნა,  რომელსაც  შემდგომში,  ამპროფესიის არჩევის შემთხვევაში გაიღრმავებენ;
  •  პრაქტიკული სამუშაოების შესრულებით შეძლონ პროფესიაში საკუთარი ძალების მოსინჯვა დაპროფესიისთვის დამახასიათებელი მარტივი სამუშაოების შესრულება;
  • კურსის შემდგომმოსწავლემ შეძლოს ინფორმირებული და გააზრებული გადაწყვეტილების მიღებასურს თუ არა მომავალში ამ პროფესიის არჩევა.