212-ე სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა "სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების კურსში" მიიღეს მონაწილეობა.


  • 15-ოქტ-2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს "პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში "სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების კურსში" მონაწილეობა მიიღეს 212-ე სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა.
შეხვედრის კურსის თემა: "ხელის ჰიგიენა, ასეპტიკა-ანტისეპტიკის წესების დაცვით" მათ მედდა-ტრენერმა თამარ შენგელიამ აუხსნა. მოსწავლეებმა სწრაფად აითვისეს მასალა და დიდი მონდომებით განახორციელეს ნასწავლი პრაქტიკულად.