ღია კარის დღე საექთნო კოლეჯში


  • 24-სექ-2016

25 სექტემბერს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯში ღია კარის დღე გაიმართა. ღია კარის დღე მიზნად ისახავდა ექთნის როლის, სწავლის სპეციფიკის, პერსპექტივების და დაფინანსების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას დაინტერესებული პირებისთვის. დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები დავით ტვილდიანის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯის დეკანისთვის თამარ დაუსისთვის. მათ ასევე საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ კოლეჯი - აუდიტორიები, მანიპულაციის ოთახები და ა.შ.