სტუდენტების შეხვედრა რეფერალური საავადმყოფოს ხელმძღვანელობასთან


  • 21-დეკ-2018

2018 წლის 19 დეკემბერს რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი ბ-ნი გიორგი გიორგაძე და ამავე კლინიკის მთავარი მედდა ლეილა ვოსკანიანი შეხვდნენ დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯის მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტებს.
კლინიკის დირექტორმა სტუდენტებს გააცნო კლინიკაში არსებული ვაკანსიები და შესთავაზა მათ როგორც სტაჟირება (პირველ ეტაპზე), ასევე შემდგომ დასაქმება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მე-3 კურსის სტუდენტები უკვე დასაქმებულები არიან სამედიცინო კორპორაცია ევექსის ქსელის შემავალ კლინიკებში.
კოლეჯი წარმატებას უსურვებს ორივე მხარეს