პროფესიული ორიენტაციის დღე


  • 24-ნოე-2016

25 ნოემბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის“ პროგრამის ფარგლებში დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტმა 77-ე და 130-ე საჯარო სკოლის მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. შეხვედრაზე უნივერსიტეტის წარმომადგენელმა თამარ მგელაძემ მოსწავლეებს უკეთ აუხსნა მნიშვნელოვანი საკითხები ექიმის პროფესიისა და უნივერსიტეტის სწავლების სპეციფიკის შესახებ. შემდგომ კი თამარ კომლაძე (ევექსის სამედიცინო ქსელის მედდა-კოოდინატორი; მედდა ტრენერი) მოსწავლეებს მულაჟებზე განახორციელებინა სხვადასხვა მანიპულაციები. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი მოხარულია, რომ კიდევ ერთხეl მიეცა შესაძლებლობა წვლილი შეიტანოს მოზარდების პროფესიულ ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.